Saturday, November 26, 2016

ტრენინგის V დღე


                 ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით მოდული 3. აქტივობა 2. ნაბიჯი 2.
      შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება, ბლოგზე სასურველი დიზაინის შექმნას,         ფოტოს ატვირთვა, ასევე ვისწავლეთ ვორდის ფურცლის ატვირთვას საპრეზენტაციო         ჩარჩოში.
               ვეცდები ყურადღება გვამახვილო იმ სუსტ მხარეებზე რაც ტრენინგის დროს გამოიკვეთა. ესაა: მეტი კონცენტრირება საკითხის მიმართ.

Sunday, November 13, 2016

Intel-ის პროექტით სწავლების მეოთხე დღე:
მეოთხე დღეს გავიხსენეთ შესწავლილი, კიდევ ერთხელ გავიარეთ, შევაჯამეთ და ასევე განვიხილეთ  შემდეგი საკითხები:

მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრა;
პროექტის  პრეზენტაციის ნიმუშის  (power point-ში) გაცნობა
განვიხილეთ მეორე მოდულის
 
მე-3 აქტივობა- შეფასების ფორმა,  და მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენი ინსტრუმენტი.
ვფიქრობ საკმაოდ კარგად გავერკვიე და მიღებულ დავალებასაც მარტივად შევასრულებ. კიტხვები რა ტქმა უნდა მაქვს, მაგრამ ამ წუთს ვერ ვუყრი თავს. მარეხი შეგეხმიანები

 P.S. როგორ მოვძებნო ბლოგზე სხვა მასწავლებლის ნამუშევრები?

Saturday, November 12, 2016

           

               
 INTEL-ის პროექტით სწავლების მესამე დღე
დღეს თითოეულმა ჩვენთაგანმა მოკლედ გავაცანით  დაგეგმილი პროექტის თემა და შინაარსი. ამის შემდგომ გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, შევისწავლეთ გემაზე მუშაობა ე.ი დავიწყეთ გეგმის შაბლონის შევსება, რისთვისაც  გამოვიყენეთ მოდული 2.კერძოდ:
1.      21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
2.      ესგ-ს სტანდარტებიდან სტანდარტები და ინდიკატორები;
3.      სტანდარტების მორგება ბლუმის ტაქსონომიის მაღალ უნარებზე;
4.      მიზნები  რასაც უნდა ემსახურებოდეს პროექტი;
5.      საკვანძო კითხვების დასმა ( გავეცანით და გადმოვტვირთეთ კურსის რესურსში VIWER-იდან საკვანძო კითხვების დასმის პრეზენტაცია და მიმართულების მიმცემი კითხვები ყველა თემისათვის)
6.      საბოლოოდ მივიღეთ საშინაო დავალება  ,,საპროექტო სცენარი“  ( ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით)
7.      დღეს ჩემი ძლიერი მხრე კვლავ ტექნოლოგიების ფლობა აღმოჩნდა, სუსტი მხარე კი გადაღლა და დროის უქონლობის გამო გამოწვეული მოუთმენლობა. 

Sunday, November 6, 2016

INTEL-ის ტრენინგის მეორე დღე

       INTEL-ის ტრენინგის მეორე დღე
        დღეს  პრაქტიკული და თეორიული ნაწილი საკმაოდ გართულდა.  მოითხოვდა უფრო მეტ შრომას, თეორიული და ტექნიკური ცოდნის გამოყენებას, რადგან შევისწავლეთ პროექტისთვის ბუკლეტის და ბლოგის შექმნა, ამასთან პირველ ეტაპზე ბლოგის  გამოყენებაც. მგონი ცოტა დავიღალე.

INTEL-ის ტრენინგის პირველი დღე

INTEL ის ტრენინგის  პირველი დღე
გავეცანი ტრენინგის მასალებს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა  მარტივად გავიარე 1 მოდული
 ჩემი ძლიერი მხარე უფრო ტექნიკური მახრე აღმოჩნდა,  თუმცა თეორიული ნაწილიც არ წარმოადგენდა ძალიან დიდ სირთულეს. შევქმენი პორტფოლიო, სადაც შეტანილი თითოეული საკითხი საკმაოდ კარგად გავიაზრე ესენი იყო:
1.კურსის რესურსები
2.მოსწავლის ნიმუშები
3.სასწავლო პროექტების გეგმა
4.სასწავლო პროექტების დამხმარე
5. ფოტო აუდიო ვიდეო
6. შეფასესებები

განვიხილეთ მისი ჩაშლილი ვარიანტები. ასევე გავეცანით სხვა პედაგოგების მიერ შექმნილ რამდენიმე პროექტს ჯგუფებში და შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ. ამ ეტაპზე შეკითხვები არ მაქვს და ვფიქრობ შევძლებ ტრენინგის შემდგომ პროექტებით მუშაობას.